ბათუმში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს. მას ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებითა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში ედება.
გამოძიების ინფორმაციით, სახლის ჩხრეკისას დანაშაულისთვის შესაბამისი სამხილებია ამოღებული.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.