მემორანდუმი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

16 ნოემბერი 2016, 00:00 4020 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ხელი მოაწერეს ოთხწლიან ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის ინსტიტუციურ, რეგიონულ და სექტორულ განვითარებას ითვალისწინებს. საქართველოს 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულება მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული მომსახურებისა და მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება. დღესვე ლევან დავითაშვილმა და რაიმუნდ იელემ საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორ ოლივიე ბურკისთან ერთად, ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა იდენტიფიკაციის რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი