საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გასულ 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 635 პირი, გარდაიცვალა 24.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,27%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 2,55%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 57, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 055 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 217 გამოჯანმრთელდა, 5 199 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 238 220 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 847.