საპროტესტო აქცია უმაღლეს საბჭოსთან და ხმაურიანი სხდომა

21 ივნისი 2021, 18:00 1238 ნახვა

ადგილობრივები ბობოყვათში შიმშილობასა და კარვების გაშლას გეგმავენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათივე მტკიცებით, კონკრეტული პასუხები და გადაწყვეტილებები ვერ მიიღეს ფინანსთა მინისტრისგან და დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. დავით გაბაიძის განცხადებით კი, მოსახლეობას გარკვევით განუმარტეს მათ მამა-პაპისეულ მიწებთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები, საუბარია შესაბამისი დოკუმენტაციის არ არსებობასა და აუქციონის მიმდინარეობაზე. ბობოყვათის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი