აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა, რომლებიც რიგგარეშე სხდომას ესწრებიან, სიტყვით გამოსვლის ნებართვა ითხოვეს.
კითხვის ცალკე დასმის საშუალება მათ არ მიეცათ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ამის მიზეზად რეგლამენტი დაასახელა, სანაცვლოდ მათ მისცა უფლება საკუთარი შეკითხვა ერთ-ერთი დეპუტატის დახმარებით გაეჟღერებინათ.