სომხეთის მთავრობას სათავეში სავარაუდოდ ისევ ფაშინიანი ჩაუდგება

21 ივნისი 2021, 14:50 1084 ნახვა

სომხეთის  ახლად არჩეულ პარლამენტში პარტია "სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ესე იგი,  105-დან მინიმუმ 71 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ,“- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი  სოციალურ ქსელში. სომხეთის ცესკო-მ ხმების დათვლა დაასრულა.

გავრცელებული ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 53.92 პროცენტი მიიღო.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში