მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, - ინფორმაციას პლატფორმა ვორლდმეთთერსი ავრცელებს. მათი ცნობით, ვირუსს 2 მილიონი ადამიანი პანდემიის დაწყებიდან 1 წელში ემსხვერპლა, შემდეგი 2 მილიონი ფატალური შემთხვევა კი მხოლოდ 166 დღეში დადასტურდა.
ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას, ინდოეთს, რუსეთსა და მექსიკას.ამ ხუთ ქვეყანაზე მსოფლიოში დაღუპულთა საერთო რაოდენობის 50%-ი მოდის.