იცვლება თუ არა რაიმე სახელმწიფოების ურთიერთობაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ. ანალიტიკოსები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ იყო საკითხები, რომლებზეც შეთანხმება შეიძლებოდა.
მაგალითად, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე, თუმცა არის თემები, რომლებიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის განხეთქილებას იწვევს.
არაერთი ანალიტიკოსი ჟენევის შეხვედრის გამართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
სპეციალისტთა ეს ნაწილი თვლიდა, რომ ვლადიმირ პუტინს ეძლეოდა ლეგიტიმაცია, რომელსაც ის არ იმსახურებდა.