სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება

16 ივნისი 2021, 18:01 918 ნახვა

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი სახალხო დამცველს შეხვდება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. ისინი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ხვალ ისაუბრებენ.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის ინფორმაციით, ბავშვთა სახლში ამ დროისთვის 19 აღმზრდელი რჩება. მეუფე იაკობის განცხადებით სხვა საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. 

საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ  მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და სოციალური მუშაკებს ფსიქოლოგებს მიეცეთ მშვიდად მუშაობის საშუალება.

მინისტრის თქმით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით საკითხზე საპატრიარქოსთან ერთად მუშაობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი