ევროკავშირმა რუსული ვაქცინის დამტკიცება გადადო

16 ივნისი 2021, 17:05 895 ნახვა

ევროკავშირმა რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - „სპუტნიკის“ - დამტკიცება გადადო. მიზეზი ევროპის მედიკამენტების სააგენტოსთვის  საჭირო მონაცემების  განსაზღვრულ ვადაში, 10 ივნისამდე არ მიწოდებაა. „სპუტნიკის“ დამტკიცება, სავარაუდოდ, სექტემბრამდე, ან შესაძლებელია წლის ბოლომდე  გადაიდო. 

ევროპული მედიკამენტების სააგენტოს რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაისში ან ივნისში უნდა მიეღო.

ევროკავშირის ორმა ქვეყანამ - უნგრეთმა და სლოვაკეთმა - მოსახლეობის ვაქცინაციისთვის „სპუტნიკის“ გამოყენება უკვე დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული მედიკამენტების სააგენტოს ვაქცინა ჯერ ოფიციალურად არ დაუმტკიცებია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში