თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა. რომელზეც ბრალდების მოწმე, ერთ-ერთი პოლიციელი დაიკითხა. დაცვის მხარის თქმით, პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცა, რადგან შეუძლებელია სპეციალური აღჭურვილობით, აქციის ხმაურში, 5 მეტრის მოშორებით ნიკა მელიას სიტყვები გაეგო. საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ მოწმემ დეტალურად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ნიკა მელიას უშუალო ქმედებებზე.