ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ჯგუფები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია და მის შედეგად არავინ დაშავებულა.