„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. მიმდინარეობის რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო"-წერია განცხადებაში.
„ენგურჰესში“ აცხადებენ, რომ ავარიულად გათიშული ოთხი აგრეგატიდან ერთი უკვე ჩაირთო. ავარიული გათიშვის მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.
რამდენიმე საათის წინ ელექტროენერგიის მიწოდება დედაქალაქისა და რეგიონების დიდ ნაწილს შეუწყდა. ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი.