ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 13 მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომელიც დაკავებულებს ე.წ ქურდული სამყაროს წევრობას, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვას და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას ედავება. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა ე.წ კანონიერ ქურდს, ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს".