ველოდებით, რომ მედიაციის პროცესში „რიონის ხეობის მცველები“ იქნებიან ჩართულები - ნათია თურნავა 

11 ივნისი 2021, 14:40 1018 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ,,ნამახვანჰესის'' მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაციის პროცესი ხვალ დაიწყება, მხარეები კი კითხვებს პასუხს, მოლაპარაკების მაგიდასთან გასცემენ.  ნათია თურნავამ იმედია გამოთქვა, რომ პროცესებში ''რიონის ხეობის მცველებიც'' ჩაერთვებიან. 

მინისტრი ამბობს, რომ „ნამახვანჰესი“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს.

''როგორც კი ,,ნამახვაჰესის'' მშენებლობაზე პროტესტი დაიწყო და დავინახეთ, რომ ჩვენ მოსახლეობის მოსაზრების გათვალისწინება გვმართებს, დაიწყო სხვადსხვა მიმართულებით პროექტის სრულყოფა. პირველ რიგში,  პლატფორმა შექმნილია ექსპერტებისთვის, რომ ყველა ეკოლოგიური საკითხი იყოს უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი. 

მეორე მიმართულება, ეს არის საერთაშორისო მედიაცია. რამდენადაც ვიცი ხვალიდან იწყება უშუალოდ მედიაციის მაგიდასთან მხარეების შეხვედრა. სამინისტრო და ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები. ველოდებით, რომ ,,რიონის ხეობის მცველებიც'' იქნებიან ჩართულები. ეს არის ნორმალური პროცესი, იმიტომ რომ პროექტის გაუმჯობესების პროცესი და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა უპრიანია ხდებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მითუმეტეს, რომ ამას  უძღვება ევროპელი მედიატორი. 

მესამე საკითხი, ეს არის ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი, რომელიც საკმაოდ პრობლემატურია და მოსახლეობაში კითხვებს აჩენს. პირველ რიგში ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარაში გადაცემის თემას. 

კანონმდებლობით ეს ვადა, მაქსიმალური 99 წელი, დაშვებულია. მაგრამ რეალურად ეს იწვევს პრობლემებს. აქამდე ჩვენ არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე ჩვენც ვსწავლობთ, როგორ შეიძლება დაიხვეწოს კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახორციელებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. კარგია, რომ ინვესტორიც ამას გაგებით ეკიდება იმიტომ, რომ მათი ამოცანაცაა, პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას'' - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი