კორონავირუსის ისევ სამნიშნა მაჩვენებელი თუმცა ბოლო კვირეების განმავლობაში კლებადი დინამიკა. ინფიცირების მაჩვენებლის კლების მიუხედავად კორონავირუსით სიკვდილიანობა ისევ მაღალია.
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებული 16 მოქალაქე გარდაიცვალა. 6 ათასზე მეტი პაციენტი ბინაზე გადის მკურნალობას, ორჯერ მეტი კი კოვიდ კლინიკებში. ამ ფონზე კი 4 დღეში ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად იხსნება.
რამდენად იქნება ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით ტურისტებისთვის მისაღები, მაშინ როცა სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც ებრძვის პანდემიას.