ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

10 ივნისი 2021, 23:13 16102 ნახვა

ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც შეჯახების შედეგად ავტომობილიდან გადმოვარდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი, მსუბუქი ტრამვით სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.​ 

მათივე თქმით, მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აჭარის მაუწყებელი აზუსტებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში