პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. მას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 23 კი წინააღმდეგი იყო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
პარლამენტმა კვლავ არ უყარა კენჭი ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს. ოპოზიციის ნაწილი მზად არის კანონპროექტს მიემხროს, თუ ორივე პროექტის შეჯერება მოხდება. არც ერთი ვარიანტი მისაღები არ არის "ნაციონალური მოძრაობისთვის."