,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’ მრჩეველთა საბჭო ხვალ, 2021-2022 წლების პროგრამულ პრიორიტეტებს განიხილავს, მოსახლეობას კი ზეპირ მოსმენაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
საბჭოს წევრის, თამარ წილოსანის თქმით, მაუწყებლის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა, რჩევები შენიშვნები და იდეები.
საჯარო განხილვა, 13:00 საათზე მ. აბაშიძის 16-18 ნომერში გაიმართება. ზეპირი მოსმენა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ტარდება.