ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე 4 პირი დააკავეს - შსს

08 ივნისი 2021, 11:47 710 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით გასაღების ფაქტები აღკვეთეს და დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებული პირების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მათ მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ და საკურიერო სერვისის ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ყუთების გამოყენებით სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ლოკაციებიდან 15 შეკვრად დაფასოებული 16 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი