აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის განცხადება

08 ივნისი 2021, 09:37 739 ნახვა

აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ მომზადებული ანგარიშის  მიხედვით, კორონავირუსის ჩინეთის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზა სარწმუნოა და დამატებით გამოძიებას იმსახურებს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის მაისში კალიფორნიაში მდებარე ლოურენს ლივემორის ეროვნული ლაბორატორიამ  მოამზადა და სწორედ მას ეყრდნობოდა სახელმწიფო დეპარტამენტი ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის თანაშემწეებს ვირუსის წარმომავლობის გამოძიება დაავალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი