უნივერსიტეტები, შესაძლოა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ

06 ივნისი 2021, 18:00 1224 ნახვა

სახელმწიფოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაძლოა როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. გარდა ამისა, საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, თუ გადაცემული უძრავი ქონება საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოიყენება.

ამას “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს ინიციატორთა განმარტებით, საგადასახადო შეღავათი არამხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ საშუალებას მისცემს მათ აღნიშნული თანხა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და იმ გამოწვევებზე ადეკვატური საპასუხო ღონისძიებების გატარებაში გამოიყენოს, რომელიც დღესდღეისობით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში წარმოიშვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში