ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო- წერია განცხადებაში, რომლითაც 49 ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს. განცხადება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებმა შეადგინეს.
ექვსპუნქტიან წერილში საუბარია ბავშთა საჭიროებებზე, რაც პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვნებს შექმნილი ვითარების შემდეგ სჭირდებათ. ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ბავშვებს უნდა შეუქმნას დაცული და უსაფრთხო გარემო. ორგანიზაციები სწორი რეაგირებისთვის კრიზისის მართვის მულტიდისციპლინური და ინტერსექტორული ჯგუფის შექმნას მოითხოვენ.