დღეს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ დელეგაციას უმასპინძლებს. საქართველოში ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
ფილიპ რიკერის ვიზიტის მიზანი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა. მთავარი თემა იქნება შარლ მიშელის შეთანხმება და რუსული აგრესია. გაიმართება შეხვედრები მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან.