ინფრასტრუქტურული სამუშაოები

05 ივნისი 2021, 12:10 833 ნახვა

ქედაში, ტბელ აბუსელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაეგო. მოეწყო ცხაურები და საყრდენი კედლები. ასფალტის საფარი როგორც აქ მცხოვრებ ოჯახებს, ასევე ქედის ღვინის ქარხანას უკავშირდება, სადაც ტურისტები გადაადგილდებიან.

დაბა ქედის აღნიშნულ უბანში ასევე სტიქიისგან დაზიანებული ხიდი აღდგა და გაკეთდა დამცავი კედლები, რაც მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობის დროს წყალმოვარდნებისგან დაიცავს. სამუშაოებისთვის 230 ათასი ლარი დაიხარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში