ნინოწმინდის პანსიონის საქმე - განცხადებები კომიტეტზე

04 ივნისი 2021, 15:01 1121 ნახვა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ და ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს - აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით,  გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა მონიტორინგი რეალურად განახორციელოს. კომიტეტის სხდომაზე ტარიელ ნაკაიძემ თქვა, რომ  პანსიონებში არსებული სიტუაცია იატაკქვეშეთშია გადასული.

აღნიშნული განცხადების ავტორმა,  როგორც ნაკაიძემ თქვა, გარკვეული საკანონმდებლო ბაზაა შესაქმნელი, რომელიც თავის მხრივ, პანსიონებში კონტროლის მექანიზმს შექმნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი