ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ექვსმა არასრულწლოვანმა დატოვა

04 ივნისი 2021, 15:07 1302 ნახვა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან მოზარდების გაყვანის პროცესი დაიწყო. რამდენიმე ბავშვმა თავშესაფარი უკვე დატოვა, თუმცა სად გადაიყვანეს ისინი მინდობით აღზრდაში თუ საკუთარ ოჯახებში, ჯერ უცნობია.

დილიდან უკვე ცნობილი იყო, რომ იდენტიფიცირებული იყვნენ მოზარდები, რომლებმაც მოითხოვეს ბავშვთა სახლის დატოვება საკუთარი სურვილით. მიმდინარეობს სხვა ბენეფიციარების  შეფასების პროცესიც.

ნინოწმინდის პანსიონში დარღვევის შესახებ ინფორმაცია ბოლოს ათი დღის წინ მიიღეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, სწორედ მათ გაჰყვათ ახლა ბავშვები საპატრიარქოს დაქვემდებარებული  თავშესაფრიდან ბავშვები.

მაუწყებელი შეეცადა სხალთის ეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის პოზიციის გაგებასაც. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი