ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 150 ინდოელ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება. - ამის შესახებ განცხადებას, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ავრცელებს. განცხადებაში, ნათქვამია, რომ ბსუ-ს გადაწყვეტილებით სტუდენტების მიმართ, რომლებიც არ მივლენ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყება.
ორგანიზაციის განცხადებით, სტუდენტები ინდოეთიდან პანდემიის გამო ვერ ჩამოვიდნენ, შესაბამისად უნივერსიტეტმა მათთვის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება აქამდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სტუდენტების მხრიდან სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში არაერთხელ მომხდარა.
რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, მერაბ ხალვაშის განცხადებით, ინდოელ სტუდენტებს პრობლემა არ შეექმნებათ და ორშაბათიდან მათ რეგისტრაციის დისტანციურად გავლის საშუალება მიეცემათ.