სალომე ზურაბიშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

02 ივნისი 2021, 14:25 840 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რვა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქედან ოთხი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ოთხ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი