თბილისის მერის განცხადებით, ვინაიდან ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და არის ტურისტების ნაკლებობა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ღია კაფეებისთვის დაწესებული საიჯარო შეღავათის მოქმედების ვადა გაახანგრძლივონ.
კახა კალაძის განცხადებით, ღია კაფეები 2022 წლის 1 იანვრამდე გაათავისუფლონ საიჯარო გადასახდელისგან.
"ღია კაფეებს, რომლებსაც მუნიციპალური სერვისები აღებული ქონდათ იჯარით, მიეცათ შეღავათი მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლებულიყვნენ. აღნიშნული შეღავათი ვრცელდებოდა 1 თებერვლამდე.
ვინაიდან, ქვეყანაში ჯერ კიდევ მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა და არის ტურისტების ნაკლებობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიქტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები, ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო გადასახდელისგან. ვფიქრობ ეს გარკვეული მხარდაჭერა და დახმარება იქნება ჩვენი მხრიდან.
რაც შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, მათ წინმსწრებად ჩაეთვლებათ ის და მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან 1 იანვრამდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი"- განაცხადა კახა კალაძემ.