საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთის წესები

02 ივნისი 2021, 11:31 10031 ნახვა

საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საზღვრის კვეთისას საკარანტინო ზომები არ გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც საზღვრის კვეთამდე სულ მცირე 14 დღით ადრე ექნებათ ჩატარებული ვაქცინაცია ან/და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მათ არ მოეთხოვებათ "პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაც.

თუ ამ ცნობებს ვერ წარადგენს მოქალაქე, მაშინ მას უნდა ჰქონდეს  ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში