ჩინეთში წყვილებს სამი შვილის ყოლის ნებას დართავენ

31 მაისი 2021, 15:49 660 ნახვა

ჩინეთში თითოეულ წყვილს ორის ნაცვლად სამამდე შვილის ყოლის ნებას დართავენ.  ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ცვლილება პოლიტბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავმჯდომარეობდა.

2016 წელს ჩინეთმა გააუქმა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ე.წ. ერთი შვილის პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად მოსახლეობის მკვეთრი ზრდის შეჩერების მიზნით შემოიღეს და წყვილებს ორი შვილის ყოლის უფლება მისცა.

ჩინეთში ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, რომ 1950-იანი წლებიდან მოსახლეობა ყველაზე ნელი ტემპით გასული ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი