თურქეთის დაზვერვამ გიულენის ძმისშვილი დააკავა

31 მაისი 2021, 16:49 826 ნახვა

თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა აშშ-ში მცხოვრები სულიერი ლიდერის, ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი სალაჰადინ გიულენი დააკავა და თურქეთში ჩაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.  უცნობია, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში ჩატარდა დაკავების ოპერაცია.

სალაჰადინ გიულენს შეირაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ადანაშაულებდნენ და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

თურქეთში  2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის უკან ანკარა აშშ-ში მცხოვრებ სულიერ ლიდერს, ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს, მის სავარაუდო მიმდევრებს ქვეყნაში მუდმივად დევნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში