საპროტესტო აქცია მეორე დღეა გრძელდება აშშ-ს საელჩოსთან. ჭიათურიდან ჩასულებმა მთელი ღამე დიპლომატიურ უწყებასთან გაატარეს.
შუქრუთში მოშიმშილე აქციის მონაწილეები, რომლებიც სამ თვეზე მეტია ითხოვენ "ჯორჯიან მანგანეზმა" მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ახლა დახმარებისთვის საქართველოში ამერიკის ელჩს მიმართავენ. მათ ასევე სურთ, რომ აშშ-ის საელჩოს შენობის წინ გაშალონ კარვები, თუმცა ისინი ამისთვის ნებართვას ელოდებიან. ისინი უკვე 21 დღეა შიმშილობენ, რამდენიმე მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება არ დაინტერესებულა მათი პრობლემებით.