პროტესტის 28-ე დღე ფქვილის საწარმოში

31 მაისი 2021, 15:38 913 ნახვა

პროტესტის 28-ე დღე. შპს "გურია ექსპრესის" ფქვილის საწარმოში დასაქმებული 21-თი მუშა ისევ გაფიცულია. ისინი თანაბარ სამუშაო პირობებს და შრომითი ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. საწარმოს მენეჯმენტი, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს არ დასთანხმდა. დღეს მოლაპარაკებაში საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ჩაერთვება. გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობის ნიშნად ბორჯომიდან მინერალური წყალი "ბორჯომის" თანამშრომლებიც შეუერთდნენ. გაფიცული თანამშრომლები დღეს კიდევ ერთხელ კოლექტიური განცხადებით მიმართავენ საწარმოს მენეჯმენტს, შემდგომ კი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი