ბათუმი ზაფხულში ფუტვოლეის მსოფლიო ტურს მასპინძლობს

31 მაისი 2021, 15:30 2065 ნახვა

25-27 ივნისს ბათუმი ფუტვოლეის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს. საქართველოს 12 ქვეყნის ნაკრები ეწვევა. მსოფლიო ტურის ფარგლებში ტურნირში საქართველოს ფუტვოლეის ნაკრებიც ჩაერთვება.

ბათუმის ქვიშის მოედანზე, საქართველოს ნაკრებთან ერთად ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინის, საბერძნეთის, უელსის, ისრაელის, თურქეთის, ირანის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანის და მოლდოვის ნაკრებები იასპარეზებენ.

ამ სპორტის სახეობას საფუძველი 1965 წელს რიო დე ჟანეიროში კოპაკაბანას სანაპიროზე ჩაეყარა. ფუტვოლეი დაახლოებით ფეხბურთის და ფრენბურთის წესებით შექმნილი თამაშია. მატჩი ფრენბურთის მოედანზე მიმდინარეობს,თუმცა მოწოდებული ბურთზე ხელის შეხება არ შეიძლება. მოთამაშეს კარგად სათამაშოდ მაღალი საფეხბურთო ტექნიკა სჭირდება. 

ეს სპორტის სახეობა პოპულარობას მსოფლიოში 2000-იანი წლებიდან იწყებს. დიდი ხანია უკვე ფუტვოლეის პრესტიჟული ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმართება.

ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში რონალდო, რონალდინიო, ედმუნდო სოუზა, რომარიო და სხვა ფეხბურთის ვარსკვლავები აქტიურად არიან ჩართულნი.

საქართველო ამ სპორტის სახეობის მსგავს ტურნირს პირველად 25-27 ივნისს უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში