სომხეთის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი საზღვარზე დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს, რათა სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს. ამის შესახებ ფაშინიანმა მისი პარტიის აქტივთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი აზრით, ბაქო არ არის დაინტერესებული, მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც სომხეთში გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მთავრობა და პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები შეთანხმდნენ, რომ 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.