კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთში. რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 94 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 314 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 230 და გამოჯანმრთელდა 14 643 ინფიცირებული პაციენტი.