ხვალ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება შევა თუ არა პარტია საქართველოს პარლამენტში.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში იმსჯელა, შემდეგ კი შეხვედრები გამართა პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად რეგიონებში.