''ექსპო ჯორჯიასთან“ "შეცვალეს“ და "მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები გიორგი გახარიას ახალი პარტიის წარდგენას აპროტესტებენ.
ცოტა ხნის წინ, აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაცვის თანამშრომლებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
''ექსპო ჯორჯიაში”, სადაც გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა იმართება ძმები რევაზ და არჩილ არველაძეები მივიდნენ.
არჩილ არველაძის განცხადებით, ის პარტიის ყრილობაზე სტუმრად არის დაპატიჟებული.