საქველმოქმედო კონცერტი

06 მაისი 2016, 00:00 4342 ნახვა

შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში დღეს 7 წლის ელენე დავაძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი ბენდები და ბათუმელი მომღერლები მიიღებენ. ორგანიზატორთა თქმით, ელენეს მკურნალობისთვის 300 ათასი დოლარი სჭირდება. ბავშვი მკურნალობის კურსს ახლა სტამბოლში გადის. კონცერტი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 15  საათზე დაიწყება. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში