ხანძარი გრიგოლეთში

27 მაისი 2021, 18:29 1091 ნახვა

ძლიერი ხანძრის შედეგად გრიგოლეთში სამი სახლი დაიწვა. ცეცხლი ზღვისპირას მდებარე ერთ-ერთ ხის საზაფხულო კოტეჯში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მიმდებარე კოტეჯებზე გავრცელდა. ძლიერი ხანძრის შედეგად ორი სახლი მთლიანად დაიწვა ისე, რომ ადგილობრივებმა ნივთების გამოტანაც ვერ მოახერხეს, მესამე ხის კოტეჯი ნაწილობრივაა დაზიანებული. უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში