პროტესტის 24-ე დღე ფქვილის საწარმოში

27 მაისი 2021, 12:03 831 ნახვა

პროტესტის 24-ე დღე და შეთანხმების გარეშე დასრულებული შეხვედრა გურიაში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელებთან.  მოლაპარაკების დაწყებამდე  კომპანიის იურისტი მაუწყებელთან ამბობდა,  რომ შესაძლოა ხელფასის გაზრდის საკითხზე კონსესუსს მიეღწიათ, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ   ისევ უარი თქვეს.

ამჯერად დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის პრობლემის გადასაჭრელად ფასილიტატორის როლი გუბერნატორმა და მერმა იტვირთეს, თუმცა ხელშესახები შედეგი, როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი აცხადებს, მაინც ვერ მიიღეს.

ორსაათიანი  მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაფიცული  მუშების ნაწილმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა დაანონსეს ის, რომ დაიგეგმა აქციის მონაწილეებსა და “გულისტანის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. კონკრეტული თარიღი კი  არ დაასახელეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია თანამშრომლების შემცირებას გეგმავს, რასაც დასაქმებულები გააპროტესტებენ. პროფკავშირებში ამბობენ, რომ კომპანიამ პირიქით, მუშების რაოდენობა უნდა გაზარდოს, რადგან ირაკლი მხეიძე ირწმუნება, რომ საწარმოში დარღვეულია შრომის სტანდარტები. შეგახსენებთ, სწორედ  სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვენ გაფიცულები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი