პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება. ახალგაზრდული მედია კავშირის ინიციატივით, ბორჯომში, მასშტაბური სპორტულ–კულტურული ღონისძიებები გაიმართა. სხვადასხვა აქტივობაში საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გუნდები მონაწილეობდნენ. აჭარას - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გუნდები წარმოადგენდნენ. ღონისძიებაში ასევე ჩართული იყვნენ სამშვიდობო მისიებში დაზარალებული ჯარისკაცები და საქართველოს ვეტერანები. პროექტის მიზანია - შშმ პირთა აქტიურ ცხოვრებაში მოტივაციის ამაღლება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შშმ პირთა შორის უკეთესი კომუნიკაციის დამყარება.