ენმ-ის ბრალდება

23 მაისი 2021, 15:07 1378 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში და კორუფციაში ადანაშაულებს . რეზო ხარაზის განცხადებით პანდემიის ფონზე მთავრობა 230 ათასი ლარით ავტომობილების შეძენას აპირებს. 2 ავტომობილის შეძენისთვის ტენდერი აჭარის საგზაო დეპარტამენტმა გამოაცხადა.   ტენდერი 5 მაის გამოცხადდა, გამარჯვებულმა შპს კავკასუს მოტორსმა  მანქანები 45 დღეში უნდა მიაწოდოს მყიდველს.  რეზო ხარაზი მთავრობას მოუწოდებს რომ ეს თანხა მოსახლეობას მოახმარონ და ავტომობილების შეძენისათვის არ დახარჯონ.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში  სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ ,  მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ,აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს 2 ერთეული სპეციალიზებული კლასის მაღალი  გამავლობის ავტომობილის - პიკაპის შესყიდვას, რაც ხელს შეუწყობს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მონიტორინგის სრულყოფილად  განხორციელებას , მსგავსი სამუშაოების განხორციელება დეპარტამენტის  ბალანსზე ამჟამად  არსებული მსუბუქი ავტომანქანით შეუძლებელია, რადგან ავტოპარკი მოძველებულია და არ ექვემდებარება რემონტს. ორივე ავტომობილის შეძენის ღირებულება  162 760 ლარი შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი