სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს - პაატა იმნაძე

21 მაისი 2021, 15:13 852 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს.

პაატა იმნაძემ დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით, საქართველოს ინდოეთზე მაღალი ავადობა აქვს.

მისივე განცხადებით, მოქალაქეები ფრთხილად უნდა იყვნენ, მით უფრო, ზაფხულის პერიოდში როცა პირბადის ტარება რთულია..

"პირბადის ტარება და 23:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა საშუალებას იძლევა, ინფექცია ძალიან არ გაღვივდეს"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში