სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი

21 მაისი 2021, 10:15 1023 ნახვა

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 ადამიანი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, რომლებიც იყვნენ იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, დავალებული ჰქონდათ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა.

ირკვევა, რომ მათ არაჯეროვნად შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები,  რამაც საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში