ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ავარია ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი შუქნიშანთან იყო გაჩერებული, როცა მას მეორე ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად კი რამდენიმე მანქანა დაზიანდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "ბაუში" და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
აჭარის მაუწყებელი აზუსტებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.