დაჭრა წყალტუბოში

19 მაისი 2021, 15:10 1229 ნახვა

პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია ადამიანი, რომელმაც სკოლის მოსწავლე დაჭრა. სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში მოხდა. მესამე საჯარო სკოლასთან ამავე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, მუცლის არეში დაჭრეს.

18 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ჩხუბის მიზეზი უცნობია. სკოლის დირექტორის განცხადებით, ინციდენტი საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში