აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თავად დაუდასტურა.
მისივე თქმით, სამინისტროდან სამოქალაქო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დავითაძე 2019 წლის 31 მაისს დაინიშნა.